|
2019-04-01 13:11:35, 1959 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს
საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებული ადამიანების ინფორმირებას პროგრამის ფარგლებში სესხის აღების პირობების, პროცედურებისა და ეტაპების შესახებ. პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და სხვა ოფიციალური პირები. „დღეიდან ვიწყებთ სემინარებისა და ვორქშოპების სერიას, რომლითაც გვსურს, ბიზნესით დაინტერესებულ პირებს განვუმარტოთ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პრინციპები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დასახმარებლად, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე, რაც დღეს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაუდგება თავდებში იმ ბიზნესს, ვისაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ აიღოს სესხი. წელს პროგრამისთვის 20 მილიონი ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული, რომელიც, იმედი გვაქვს, მოგვცემს საშუალებას, რომ ბანკებმა დამატებით გასცენ დაახლოებით 250 მილიონამდე სესხი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ მედიის წარმომადგენლებთან. საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, რომელიც განახორციელებს სქემის ოპერირებას და მონიტორინგს. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება გახორციელდება ბანკის მიერ. პროგრამის − საკრედიტო საგარანტიო სქემის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები (სრულად ან ნაწილობრივ), ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდუალური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში. სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს. საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს საკრედიტო საგარანტიო სქემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, თანხვედრაშია ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან და ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს. სქემის დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები. სქემის გამჭვირვალობის, ნდობის და მმართველობის ხარისხის გასაძლიერებლად შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს საკრედიტო საგარანტიო სქემის ზედამხედველობას და შედეგების მონიტორინგს.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)