|
2019-03-27 13:48:03, 1185 ნახვა
საზოგადოება
„შევაგროვოთ მილიონი ლადო აფხაზავასთვის“ - facebook-ზე კამპანია დაიწყო
„შევაგროვოთ მილიონი ლადო აფხაზავასთვის“, - facebook-ზე ერთლარიანი კამპანია ჩიბათელი მასწავლებლის, „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტის ლადო აფხაზავასთვის სოციალურ ქსელში 26 მარტს დაიწყო. ჯილდო, რომელიც ლადო აფხაზავას მასწავლებლის მსოფლიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში უნდა მიეღო, მილიონ დოლარს შეადგენდა. მოგების შემთხვევაში კი, აფხაზავა აპირებდა, რომ თანხა გურიის მუნიციპალიტეტის სკოლების განვითარებისა და ბავშვებისათვის გამოეყენებინა. Facebook-ზე „ჩელენჯი“ ინტენეტ მომხმარებელმა ანა მიქელაძე-ჩიკვაიძემ წამოწყო. ის საზოგადებას მოუწოდებს, შეაგროვონ თანხა და ლადო აფხაზავას ამ გეგმის განცორიელებაში დაეხმარონ. „ლადო აფხაზავას კი არა მეგოობრებო (ცხადია ლადოსაც) კი არ ჭირდება დახმარება - ჩვენ გვჭირდება, იმისთვის რომ იმაზე უკეთესები ვიყოთ ვიდრე ვართ.. ხო გეხვეწებით, გეაჯებით, გემუდარებით, ბევრი კარგი მასწავლებელი რომ არის და ღირსეული ხელფასები არა აქვთ, ამას ნუ შემახსენებთ. ვიცი ე გ და ლადო აფხაზავა რომ უცხოელებმა აღმოაჩინეს და "მასონია" -ისიც ვიცი!!!! ყველას დაეხმარეთ ვისზეც ხელი, გული და ტვინი მიგიწვდებათ ეს გაგვაკეთილშობლებს... მე რომ გამიჭირდა და 5 ლარით წამოვედი დიდი ბიზნესიდან , დღემდე მეხმარებიან მეგობრები და უცნობი ადამიანები.! --ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის და იმათ ვისაც განუზრახავს ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ჩამოყალიბდეს- ნუ ამუნათებთ თქვენი ჭირი-მე- თ... არაა აუცილებელი ვკვდებოდე, შიმშლით სული მძვრებოდეს კიბო მქონდეს ან კიდე უარესი დედმა მამტოვოვოს 20 წლის ასკაში ან 60 -ისასაკში ... გახარებული რომ ვარ, მსოფლიოს ეკრანებზე რომ გავიბირწყინე და ჯეორჯიან მასტერ ისმოდა ნახეავრი წელი-ამისთვის გავიღოთ ჩვენი გასაღებელი.. ერთი , ფეხზე ცხავრგამობმული მომღერლისთვის 29 მილიონს ისე გავისვრით, გეგონება ხვალ ნახევარ მსოფლიოს გავახსენდებით, რახან ბებერი მუსიკოსი გვეწვია ...და იხუვლა... 1 ლარი, 1ლარი, ვის დაგაქცევთ აბა მითხარით ვის?! ეს ტესტია , არ დავმალავ ეს არის ტესტიი.. და ბევრ რამეზე მეუბნება პასუხს... ნუ წამიხდეთნ შთაბეჭდილებას ,, ისედაც დიდად აღფრთოვანბეული არ ვარ ჩვენი იერ-სახით! გაუზიარეთ მეგობრებს არ მოგერიდოთ!!! კარგი საქემა ეს, მეტისმეტად კარგი!!!! თან ვინ იცის იქნებ შერცხვეს სახელმწიფოს და სხვანაიად შეხედოს ამ თემას და მასწავლებელთა ანაზღაურეაბს ზოგადად! GE94LB0111144738174000 ვლადიმერ აფხაზავა პირადი N 26001028261 დაბადების თარიღი 09.01 1976“, - წერს ანა მიქელაძე-ჩიკვაიძე.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)