12:36 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 17:51:04, 651 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელმა კომისიამ ბენეფიციარების პაკეტები განიხილა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელმა კომისიამ დღეს ბენეფიციარების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების პაკეტები განიხილა, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა  ადგილზე გადამოწმებული და შედგენილი.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, კომისია ორი დღის განმავლობაში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე  შემოსულ 200 –ზე მეტ  განაცხადებას განიხილავს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განმარტებით, კომისიამ უპირატესობა იმ ოჯახებს მიანიჭა რომელთა საცხოვრებელი სახლები სტიქიისგან და ხანძრისგანაა დაზიანებული. ედიშერ თოლორაია აქვე დასძენს რომ პირველ რიგში პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიენიჭება. თითორეული ბენეფიციარის ქეისის განხილვისას კომისიამ ადგილზე გადაღებული ფოტო მასალითა და კრიტერიუმების განმსაზღვრელი სპეციალური ანკეტით იხელმძღვანელა. 

„კომისიის წევრებმა კენჭისყრის დროს,  ბენეფიციარების საყოფაცხოვრებო პირობების ამსახველი ფოტო მასალითა და ადგილზე შევსებული ანკეტებით იხელმძღვანელა. დღევანდელ სხდომაზე  მოხდა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების შერჩევა, რომელთა მდგომარეობას კიდევ ერთხელ 25 კაცისგან შემდგარი კომისია ადგილზე გადაამოწმებს“, –  განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

საცხოვრებელი სახლების კომისია სხდომას ხვალ განაახლებს. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, ის მიმდიანრე წლის  აგვისტოს თვეში დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics