21:34 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 14:16:20, 1079 ნახვა

საზოგადოება
ძალადობის შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განვითარება - იუსტიციის სასწავლო ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მეუღლეთა ან პარტნიორთა შორის ძალადობის შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განვითარება - ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  „პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში გაიმართულ შეხვედრას ევროკავშირის მოწვეული ექსპერტი, ლისა პარკერი უძღვებოდა.

აღნიშნული ინსტრუმენტი შესაძლებლობას იძლევა, შეფასდეს მსგავს სიტუაციებში დანაშაულის განმეორების ალბათობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის; არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს; დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები. 

შეხვედრა განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმის გაუმჯობესებას.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics