|
2019-03-25 14:22:24, 1242 ნახვა
საზოგადოება
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების ხელფასი 60 000 დოლარი იქნება
საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრების მისაღებად საერთაშორისო კონკურსს აცხადებს. კონკურსის ფარგლებში 5 ადამიანი უნდა შეირჩეს, რომლებიც 5 წლის განმავლობაში სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრაზე იქნებიან პასუხისმგებლები. აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრები თავმჯდომარეს თავად აირჩევენ. გამოქვეყნებული ვაკანსიის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი წელიწადში 60 000 დოლარი იქნება. რაც შეეხება მუშაობის პროცესს - ეს სამსახური სრულ განაკვეთზე მუშაობას არ ითვალისწინებს. საბჭოს წევრები საქართველოში მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა ჩამოვიდნენ, შესასრულებელი სამუშაოს ჯამური რაოდენობა წელიწადში - 72 საათს შეადგენს. საბჭოს წევრების წლიური ხელფასი 300 ათას დოლარს შეადგენს [დამატებითი ხარჯები გათვალისწინებული არ არის]. მსურველებმა აპლიკაცია 20 აპრილამდე უნდა შეავსონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)