|
2019-03-24 11:52:23, 1360 ნახვა
საზოგადოება
ოკეანის გიგანტური კუ ფოთელმა ბიჭმა სანაპიროზე იპოვა
ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა)შემოვიდა. გიგანტური კუ 23 მარტს, ფოთის მკვიდრმა ლაშა ხოჯავამ იპოვა. მან სცადა კუ ზღავში დაებრუნებინა, თუმცა მან გაცურვა ვერ შეძლო. ამის შემდეგ ის სახლში წაიყვანა და მომხდარის შესახებ სპეციალისტებს შეატყობინა. აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც „ბათუმის დელფინარიუმში“ და არც“ აკვარიუმში“. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას, თუმცა აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც ბათუმის დელფინარიუმში და არც „აკვარიუმში“. სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფს“ მიმართეს. გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, რის შემდეგაც ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)