20:29 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-23 16:27:58, 1314 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზ მამალაძის ძმა - ჩემი ძმის მდგომარეობა ისევ მძიმეა - არ ეძლევა მედიკამენტები, რადგან არ აქვთ

ე.წ. ციანის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზის მდგომარეობა ისევ დამძიმდა.

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დილით, დეკანოზი ციხის საავადმყოფოში ისევ ცუდად გახდა, მისი სხვა კლინიკაში ტრანსპორტირება არ მომხდარა.

„მას აქვს მაღალი ტემპერატურა, ხან უვარდება 35-ზე. მას არ ეძლევა მედიკამენტები გამომდინარე იქიდან, რომ არა აქვთ. მას მოუწია მედიკამენტის ყიდვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მედიკამენტით მისი მკურნალობა ვერ მოხერხდა. ექიმიც ფიზიკურად არ არის დღეს, რომ უთხრას, რა მედიკამენტი მიიღოს. იმასაც ვერ ეუბნებიან, თუ რას სჭირს. როგორც თვითონ ამბობს, სავარაუდოდ, ვირუსი აქვს, მაგრამ ეს ვირუსი რას უკავშირდება, ვერ ამბობს თვითონ, რადგან გასინჯული არ არის ჯერჯერობით ექიმისგან. მე დავუკავშირდი სახალხო დამცველის წარმომადგენელებს, რომლებიც უკვე ჩემს ძმასთან არიან. 3 დღის განმავლობაში ექიმი მხოლოდ ერთხელ იყო, როგორ თვითონ მითხრა. ფიზიკურად ვერ ხერხდება მისი გასინჯვა“, - აღნიშნა  თორნიკე მამალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics