20:30 - 16 Jul, 2026
|
2019-03-22 17:58:42, 1107 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს
მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს. აღმოჩენას არქეოლოგები შეისწავლიან. ამ ეტაპზე, აღმოჩენის ადგილას შეჩერებულია სამუშაოები. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოებს 1,5 თვეა აწარმოებს. სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა დატბორვის რისკებმა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სადრენაჟე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. სადრენაჟე სისტემის მოწყობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს და ის ივლისში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)