08:51 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 10:19:45, 1334 ნახვა

სამართალი
გახარია EEAS გენერალური მდივნის მოადგილეს, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელებსა და სხვა დელეგატებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს - პედრო სერანოს, საქართველოში ევროკავშირის მისიის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელებსა და სხვა დელეგატებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი გახარიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. შინაგან საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. გადასასვლელების დახურვის უპრეცედენტო, ნეგატიურ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ადამიანთა უკანონოდ დაკავებებს და „ბორდერიზაციის" პროცესს, ასევე ოკუპირებული რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

გიორგი გახარიამ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობის და ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics