|
2015-06-22 13:25:23, 345 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშელი ვაზიანში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს. შეხვედრას საერთაშორისო, განათლების, ფსიქოლოგია-რეაბილიტაციისა და გამჭვირვალობა-კარგი მმართველობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. მინისტრთან ერთად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ბესიკ ლოლაძე, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის, განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების შესახებ ანგარიშს აბარებენ. თინათინ ხიდაშელი სტუმრებს თავდაცვის უწყებაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საერთაშორისო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შესახებ, თავდაცვის უწყების მიერ მისიებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე, ასევე მათ ოჯახებზე ზრუნვის პროგრამების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება საზოგადოებაში ჯარის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ აქტივობებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს „ჯარისკაცის ულუფაზე“ IV მექანიზირებული ბრიგადის სასადილოში უმასპინძლებენ.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)