|
2019-03-21 15:44:55, 1163 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა ბიზნეს-გეგმების მომზადების კომპონენტი აამოქმედა
თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა ბიზნეს გეგმების მომზადების კომპონენტი აამოქმედა. ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია აქსელერატორის სპარკის ბენეფიციარებს, დღეს, თბილისის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ანდრია ბასილაიამ და საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო აუდიტორული კომპანია „ბიდიო საქართველოს“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს. თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა „ბიდიო საქართველოსთან“ გასულ თვეში გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ყოველთვიურად შეარჩიოს 4-5 სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს იდეა და თითოეულისთვის ბიზნეს გეგმა დაწეროს. თბილისის ბიზნეს აქსელერატორის სპარკი მიმდინარე წლის 30 იანვარს ამოქმედდა და უკვე 300-მდე ბიზნეს იდეის, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირს აერთიანებს. პროექტის მიზანია უფასო საერთო სამუშაო სივრცის, ექსპერტ-მენტორების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)