|
2019-03-20 15:49:29, 1126 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი: დეპუტატებს კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობის არის მიწის რეგისტრაციის რეფორმა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ ისაუბრა. „მე მინდა, შესაბამის დარგობრივ კომიტეტს და ბატონ ოთარ დანელიას ვუთხრა მადლობა. ჩვენ თქვენი დახმარებით გავაგრძელეთ 2016 წელს მიღებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის ივლისამდე. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამას მხარი დაუჭირა და ვის, თუ არა თქვენ - დეპუტატებს კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობის არის ეს რეფორმა. დღეის მდგომარეობით 629 ათასი მიწის ნაკვეთი არის გამარტივებულად და სრულიად უფასოდ რეგისტრირებული. რომ არ ყოფილიყო ეს რეფორმა, მოქალაქეები გადაიხდიდნენ 34 მილიონ ლარს. შესაბამისად, დანაზოგი მოქალაქეების ჯიბიდან ამ რეფორმის შედეგად არის ეს თანხა. ვფიქრობ, რომ არის ძალიან ხელშესახები წარმატება ამ ჩვენი რეფორმის, თუმცა, მარჯვენა ფლანგი ამას ალბათ წარუმატებლობის სიაში მოიაზრებს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)