|
2015-06-22 11:26:59, 482 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: არა ადაპტირებული გარემოს გამო, შშმ პირების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებს აქვს ადგილი
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცახდებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არა ადაპტირებული გარემოს გამო, დისკრიმინაციის ფაქტებს აქვს ადგილი. ამის შესახებ ნანუაშვილმა ჟურნალისტებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენამდე განუცხადა. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ საზოგადოებრივი გარემო და გადაადგილება რჩება. „მთავარი გამოწვევა კვლავ არის მიუწვდომელი ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი და საზოგადოებრივი ობიექტები. დისკრიმინაციის ფაქტებს აქვს ადგილი იმის გამო, რომ გარემო არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. დასაქმება კვლავ არის ასევე სერიოზული პრობლემა ამ პირებისთვის. სახელმწიფოს არანაირი ჩარჩო, არანაირი რეგულაცია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას არ არსებობს. ასევე პრობლემები არის ჯანდაცვის, განათლების მიღების საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ არის გათვალისწინებული ის საჭიროებები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ ყოველდღიურობაში. რეკომენდაციების ცაკლე ჯგუფი ეხება ქალებს, უმცირესობათა წარმომადგენლებს და ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებით ეხებათ ეს პრობლემები“,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)