|
2015-06-22 09:56:56, 579 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის ზონა ე.წ. “თერმული ნისლით“ დამუშავდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონა ე.წ. „თერმული ნისლით“ დამუშავდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სტიქიის ზონებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ანტისეპტიკური და ასეპტიკური მეთოდებით დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. მათივე ცნობით, ტერიტორიის ე.წ.,,თერმული ნისლით“ დამუშავება სპეციალური სამანქანო დანადგარებითა და მექანიკური ზურგსაკიდი აპარატების მეშვეობით ხორციელდება. მანქანით მოუდგომელი ადგილები ზუგსაკიდი „სოლოს“ ტიპის აგრეგატით დამუშავდება. სადეზინფექციოდ გამოიყენება კორსოლინის ხსნარი, რომლითაც მუშავდება სვანიძის ქუჩის, ზოოპარკის, მზიურისა და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიები.აღნიშნული ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს და სტიქიის შემდეგ ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ტარდება. სპეციალისტების განმარტებით კორსოლინი აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. იგი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს. სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას,ოთარ დანელიასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე და სამინისტროს წარმომადგენლები და სპეციალისტები ესწრებოდნენ. ამასთან, უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებისმიერ ბიოუსაფრთხოების რისკის შემცირების მიზნით, ზოოპარკის შესასვლელთან სადეზინფექციო ბარიერი მოეწყო. სააგენტოს სპეციალისტები ზედამხედველობას ახორციელებენ სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ლეშისა და გაფუჭებული ხორცპროდუქტების განადგურებაზე. ზოოპარკისა და ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ცხოველების ლეშის დამარხვა ხდება თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით. ლეში ნადგურდება ასევე სპეციალურ ინსინერატორში (წვის ღუმელი, რომელშიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება). დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით დამარხული და განადგურებულია 78 ცხოველის ლეში. სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოდან გატანილია და თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე განადგურებულია 41 ტონამდე მავნებლად მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული. ცნობისთვის, გასული ღამის განმავლობაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციის" 12 ერთეული სპეცტექნიკა (10 თვითმცლელი, 2 ექსკავატორი) და კომპანიის 20-მდე თანამშრომელი.ტერიტორიიდან 1090 მ3-მდე ნატანი მასის გატანა განხორციელდა. სტიქიის შემდეგ, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, დაახლოებით 25 ერთეული მძიმე ტექნიკა და 40-ზე მეტი თანაშრომელი 24 საათიან რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ. გაწმენდითი სამუშაოების დაწყებიდან ჯამურად გატანილია 13 000 მ3-მდე ნატანი. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას მუდმივ მონიტორინგს უწევს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)