|
2019-03-18 17:33:37, 1415 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - შევძლებთ, აჭარა გადავაქციოთ კიდევ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო და ტურისტულ მიმართულებად
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - ,,ბათუმი-ვროცლავი" გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ბათუმს ქვემო სილეზიის მარშალი ცეზარი ფშიბილსკი და სხვა ოფიციალური პირები სტუმრობენ. ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. რეგიონის პირველმა პირმა, ფორუმის ფარგლებში, აჭარის ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთებისთვის ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოა შექმნილი, რასაც ადასტურებს მსოფლიო ბანკის 2019 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვით „ბიზნესის კეთების" თვალსაზრისით საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა და პოზიცია სამი ადგილით გაიუმჯობესა. ქვეყანა დაწინაურდა ფიჩის რეიტინგებშიც. საკრედიტო რეიტინგების კომპანიამ საქართველოს სარეიტინგო პოზიცია BB - პოზიტიურიდან BB - სტაბილურამდე გაზარდა. ,,საინვესტიციო თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი უცხოური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ აჭარაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ბიზნესის კეთებისათვის შევუქმნათ თანაბარი პირობები და თითოეულმა ადამიანმა შეძლოს ეკონომიკური სარგებლის მიღება. დარწმუნებული ვარ შევძლებთ აჭარა და ბათუმი გადავაქციოთ კიდევ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო და ტურისტულ მიმართულებად" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ფორუმზე, აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები, და აჭარაში და პოლონეთში მოღვაწე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია აჭარას 19 მარტს დატოვებს.
(NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)