|
2019-03-17 22:37:04, 1439 ნახვა
საზოგადოება
ხანძარი დიდ დიღომში - განახლებადი
დიდ დიღომში გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საწყობში ხანძარია. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო მანქანა, თუმცა დამატებით იგზავნება კიდევ რამდენიმე. თვითმხილველების ინფორმაციით, ტექნოლუქსისს საწყობი იწვის და დამატებითი სახანძროები მიდიან, ძლიერი ცეცხლის გამო ცეცხლის ლოკალიზება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
განახლებული ინფორმაცია: 23:04 საათისთვის წინასწარი ინფორმაციით, იწვის ტექნიკის საწყობი. დამწვარია 600 კვ/მ ფართობი. მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია 1 ადამიანი. ადგილზე მუშაობს 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
განახლებადი ინფორმაცია 00:01 საათზე ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი. მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია 1 ადამიანი. ადგილზე მუშაობს 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. განახლებადი ინფორმაცია: 00:10 საათი ხანძრის დროს დაშავებული მამაკაცი მამაკაცი კლინიკა „ვივა მედში“ არის გადაყვანილი. მამაკაცს მოტეხილი აქვს წვივი და აქვს ინტოკსიკაცია მიღებული. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დიდ დიღომში ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა. - „ხანძარი გაუჩნდა ერთი კერძო კომპანიის საწყობს. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს. " - განაცხადა გამგებელმა. განახლებადი ინფორმაცია 00:25
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.
განახლებული ინფორმაცია 10:07 დიდ დიღომში, ხანძრის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა, რომელიც მკურნალობას კლინიკა „ვივა მედის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|




განახლებადი ინფორმაცია 00:15 საათი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)