|
2015-06-21 15:46:43, 542 ნახვა
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებები იგეგმება
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა მარკ ატკინსონმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ინსტრუმენტების ექსპერტიზა დაასრულა. ექსპერტი უკვე შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და სამუშაო შეხვედრების შედეგები გააცნო. მასწავლებელთა ეფექტიანობის შეფასების სისტემის ექსპერტის - მარკ ატკინსონის შეფასებით, სქემა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. „იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც უკვე შემუშავებულია და პილოტისთვის მზად არის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ეს ყოველივე დაეხმარება მასწავლებლებს გაკვეთილების უკეთ დაგეგმვაში, ინტერაქტიული მეთოდების დახვეწასა და საგნის სწავლების მაღალი სტადარტების დანერგვაში, რათა თქვენი მოსწავლეები კონკურენტუნარიანები გახდნენ მსოფლიოს მასშტაბით.“ - აცხადებს მარკ ატკინსონი. მინისტრის განცხადებით, მარკ ატინსონი ჯერ კიდევ სქემის კონცეფციის შემუშავების დროს იყო პროცესში ჩართული და ექსპერტის მხრიდან ასეთი მაღალი შეფასება არის კიდევ ერთი გარანტია იმისა, რომ მოსალოდნელი შედეგი მიიღწევა. მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ერთხელ, არამედ მიმდინარე რეჟიმში მოხდეს სქემის განხილვა და კარგად დამუშავდეს დეტალები. განათლების ტექნოლოგიებისა და განათლების პოლიტიკის ექსპერტი მარკ ატკინსონი საქართველოში 15 ივნისს ჩამოვიდა. მან ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში სქემის ძირითადი ინსტრუმენტების დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. სქემის წარმატებით დანერგვის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ პროცესის და შედეგების შეფასება 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაშიც განხორციელდება.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)