|
2019-03-17 12:16:15, 1147 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციამ სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც სამი ადამიანი ჩამოვარდა, მშენებლობის პროცესი შეაჩერა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ორთაჭალაში მდებარე სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც სამი ადამიანი ჩამოვარდა, მშენებლობის პროცესი შეაჩერეს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში, კომპანია „ემ.ჯი ალიანსის“ სამშენებლო ობიექტზე. დაღუპულია ორი დასაქმებული. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა. მომხდარზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა აღნიშნულ შემთხვევაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება და უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით დაიწყო ობიექტის შემოწმება. დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს, უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევაზე, განსაკუთრებით, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, – აღნიშნულია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დეპარტამენტი აგრძელებს მოკვლევის პროცედურებს. თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამი ადამიანიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)