18:19 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-16 17:54:46, 1333 ნახვა

საზოგადოება
ორთაჭალაში, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი კიდევ ერთი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამი მამაკაციდან ერთი ადგილზე, ხოლო მეორე კლინიკა „ამტელ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა.

მესამე დაშავებული ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მუშები ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის 12 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მაღალ სართულზე გარე ფასადის ღებვით სამუშაოებს აწარმოებდნენ. სამივე მათგანი ხარაჩოზე იმყოფებოდა. რის შედეგადაც, გაწყდა ტროსი, რომელზეც ხარაჩო იყო დამაგრებული.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ერთი ადამიანია გარდაცვლილი და 2 დაშავებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics