|
2019-03-16 14:40:02, 1254 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტები ხურვალეთში 24-საათიან რეჟიმში პატრულირებას ითხოვენ
სამოქალაქო აქტივისტებმა სოფელი ხურვალეთის შესასვლელი დატოვეს, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც აქტივისტთა ნაწილმა ხურვალეთის ტერიოტირია დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას გაეცნენ. მისივე თქმით, ითხოვენ, სამართალდამცავებმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან 24-საათიან რეჟიმში პატრულირება მოახდინონ. თავის მხრივ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა საოკუპაციო ხაზთან მყოფ სოფლებსი თავადაც განაგრძობს პატრულირებას. „ჩვენ ამ წუთას აქედან მივდივართ, ვინაიდან რუსების აქ ყოფნა არ დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ პოლიცია 24-საათიან რეჟიმში პატრულირებდეს იმ მონაკეთს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას, რასაც ვაწარმოებთ 21 თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ გავაგრძელებთ პატრულირებას ხურვალეთში, ატოცში და ყველა იმ სოფელში, რომელიც მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან. ეს არის ჩვენი გეგმის საერთო მონახაზი“, - განაცხადა დავით ქაცარავამ. შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა არ დაადასტურა. სუს-მა ასევე ყველას მოუწოდა, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეკიც გამოხმაურა. მან აღნიშნა, რომ ახალი ბორდერიზაციის კუთხით, მოქმედებები არ შეიმჩნეოდა და არც ინციდენტი დაფიქსირებულა.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)