|
2019-03-16 14:38:53, 1171 ნახვა
საზოგადოება
ქაცარავა - ამ ეტაპზე რუსების ყოფნა ხურვალეთში არ დაფიქსირდა - მადლობა ჩვენს ხელისუფლებას
„რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი მათი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით. ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას“, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა. ხურვალეთში „ძალა ერთობაშია“-ს 4 წარმომადგენელი და ჟურნალისტები შეუშვეს. ისინი ტერიტორიაზე პოლიციის ავტომობილებით შევიდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ. „სადამკვირებლო ჯგუფი ხურვალეთში, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, საიდანაც შეძლეს ენახათ რა ხდებოდა. რაც თვალშისაცემი და ძალიან უცნაური იყო, ორივე ბაღის ჯამური ტერიტორიის დაახლოებით, 70-80% გაწმენდილი იყო. 2 დღის წინ ეს ტერიტორია გაწმენდილი არ ყოფილა. ამ ტერიტორიის დასუფთავება გუშინ მოხდა, ვის მიერ, ეს ჩემთვის უცნობია. ჩვენი ჯგუფის იქ ყოფნის პერიოდში დაფიქსირდა ორი "პიკაპის" ყოფნა. ასევე ზედა შემოვლითი გზიდან დაფიქსირდა საინჟინრო მანქანის შემოსვლა. ეს არის იმ ფაქტების ჩამონათვალი, რაც სადამკვირებლო ჯგუფმა დააფიქსირა. რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი მათი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით. ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ამისათვის ყველა ბერკეტი გამოიყენა და მოახერხა რუსების უკან დახევა. მე ვფიქრობ, რომ გაწმენდილი ბაღის ტერიტორია იმაზე მეტყველებს, რომ რუსები ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ შემდეგში სწრაფად, მარტივად მოახერხონ ამ ბაღების ბორდერიზაცია, ანუ მავთულხლართებში მოაქციონ“, - აღნიშნა ქაცარავამ. შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა არ დაადასტურა. სუს-მა ასევე ყველას მოუწოდა, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეკიც გამოხმაურა. მან აღნიშნა, რომ ახალი ბორდერიზაციის კუთხით, მოქმედებები არ შეიმჩნეოდა და არც ინციდენტი დაფიქსირებულა.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)