|
2015-06-21 15:35:31, 661 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის ხუთ ზონაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება
სტიქიის ზუთ ზონაში, სვანიძის ქუჩზე, მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე, ასევე წყნეთის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, დამდგარი წყალი არის რისკი, რომ რაიმე სახის ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს. მისივე თქმით, ტერიტორიების დეზინფექციის დროს, დაუშვებელია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანები იყვნენ. „რისკებისგან მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცულები. ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატურა იყო და ამ არეალში დიდი რაოდენობით დამდგარი წყალია, რომელიც ქმნის რისკს, რომ რაიმე სახის ბაქტერიული ინფექცია განვითრდეს. ოღონდ ეს ცხოველების მიწისქვეშ სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებული არ არის“, – აღნიშნა სერგეენკომ. მინისტრის განცხადებით, გაწმენდითი საუშაოების შემდეგ ამ ტერიტორიებზე არ შეიძლება მოუმზადებელი ადამიანები იყვნენ.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)