17:08 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 17:06:40, 1148 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას I კვარტალის III კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, განახლდება კიბეები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, განთავსდება საპარკე სკამები და ურნები.

გარდა ამისა, სკვერი განათდება და გამწვანდება - დაიგება ბალახის საფარი, დაირგვება დეკორატიული ხეები და ბუჩქები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, პროექტის დეტალები განიხილა. 

„ვაკის რაიონში არსებული სკვერების მოწესრიგებას განვაგრძობთ. ვაჟა-ფშაველას I კვარტალში დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. ეს ტერიტორია იმ დიდი სკვერის გაგრძელებაა, რომლის ნაწილი გასულ წელს მოვაწესრიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული და მათ რჩევებს აუცილებლად ვითვალისწინებთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ინტერტექნოლოგი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 250 000 ლარზე მეტს შეადგენს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics