|
2019-03-14 16:58:19, 1194 ნახვა
საზოგადოება
ავლაბარში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
ავლაბარში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი თეოდორე აფანასიევის) ქუჩის სრული რეაბილიტაცია სრულდება. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. თბილისის მერი მოადგილეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. კახა კალაძე ადგილობრივებს პარალელურ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას დაჰპირდა. თბილისის მერის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა, წლების განმავლობაში, უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. „ისნის რაიონში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით, გამგეობაში თუ პირადად ჩემს სახელზე, მოსახლეობისგან არაერთი წერილი იყო შემოსული. ჩვენ აქ არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და დღეს უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვალა, დასრულების ეტაპზეა. ძალიან მიხარია, რომ პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობაა კმაყოფილი, რადგან აქ, ტრანსპორტიც არ გადაადგილდებოდა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მზადყოფნაა, რომ მსგავსი პრობლემები ყველა უბანში მოწესრიგდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. პროექტის ფარგლებში, 2905 კვ.მ ფართობზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი, მოძველებულ და დაზიანებულ წყალარინების სისტემას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა. პროექტის მეორე ეტაპზე, ისნის რაიონის გამგეობის მიერ, 571 კვ.მ ფართობზე ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 2219 კვ.მ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოწესრიგდა და მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოების შესასვლელები, რომელიც ჯამში, 114 კვ.მ ფართობს მოიცავს. ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ „არსაკიძე 2000“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 157 303 ლარი დაიხარჯა. საგზაო სამუშაოების დასკვნით ეტაპს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და ირაკლი ბენდელიანი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ასევე, საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი გაეცნენ.
(NS)
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)