|
2015-06-20 17:40:26, 563 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ
ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იგეგმება, რომ მოხალისეებმა დახმარება დაზარალებულ ოჯახებს გაუწიონ. "სტიქიის შემდეგ გასულია რამდენიმე დღე. ბევრ უბანზე დამდგარია წყალი, სტიქიის ზონაში კიდევ რჩება დაღუპულ ცხოველთა ნეშთები, მომატებულია ჰაერის ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ნორმები, ეპიდემიის ან ინფექციის გავრცელების საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ცივი წყლით, პირველადი ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო მომსახურებით და შესაბამისი აღჭურვილობით, გუშინ რამდენიმე მოხალისეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, მაღალი ტემპერატურის გამო, რამდენიმემ კი მიიღო მსუბუქი დაზიანება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, რისკების ნულამდე დაყვანის მიზნით ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს ჩაანაცვლებენ სპეციალურად მომზადებული საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები წითელ ჯვართან, რომელიც მოხალისეებს ჩართავს და გაუწევს მათ კოორდინაციას დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ამასთან, როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, მოხალისეებმა უპრეცედენტო ჩართულობა გამოავლინეს და დიდი დახმარება გაუწიეს ქალაქს.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)