|
2019-03-14 11:14:27, 1173 ნახვა
საზოგადოება
„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი - ლადო აფხაზავა „თიბისის“ სტიპენდიანტებს შეხვდა
2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ფინალისტი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ლადო აფხაზავა თიბისის სტიპენდიანტებს შეხვდა და ლექცია ჩაუტარა. შეხვედრა 2 ქალაქში ჩატარდა - დედაქალაქში თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების სტიპენდიატები შეიკრიბნენ, ქუთაისში კი - სტიპენდიატები დასავლეთ საქართველოდან. განათლების მნიშვნელობა, სამოქალაქო თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის საკითხები ლადო აფხაზავამ მოზარდებს საკუთარ მოსწავლეებთან ურთიერთობის მაგალითებითა და ინტერაქციული დავალებებით გაუზიარა. „თიბისის სტიპენდიატები" თიბისის 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. 200-მა სტიპენდიატმა პირველი სტიპენდია უკვე აიღო და მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს. 2018 წლის ბოლოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძო პირთან ერთად თიბისიმ ისეთი ნიჭიერი ბავშვების მოძებნა დაიწყო, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა მოიცვა ყველა სფერო და მთელი საქართველო: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა. სტიპენდიატების პროექტის ფარგლებში სტიპენდიატები თიბისის ინიციატივით სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მთელი წლის განმავლობაში იქნებიან ჩართული. დაიგეგმება ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ისეთი ლექციები, შეხვედრები და ღონისძიებები, რომელთა მიზანიც სტიპენდიატი ბავშვების ცოდნისა და გამოცდილების განვითარება იქნება.
(R)
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)