|
2019-03-13 23:50:14, 1551 ნახვა
სამართალი
მურუსიძის დანიშვნა, კლანური მმართველობა და კორუფცის ნიშნები - სახელმწიფო დეპარტამენტი სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს სასამართლოში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. ანგრიშის თანხმად, დეპარტამენტის შეშფოთებას იმ არასამთავრობო ორგანიზციების განცხადებები იწვევს, რომლებიც სასამართლოში ე.წ. კლანურ მმართველობაზე საუბრობენ. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვებიც განაგრძობდნენ შეშფოთების გამოხატვას სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობის გამო. წლის განმავლობაში მათ გამოყვეს პრობლემები, მათ შორის მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერების თაობაზე, რომელიც შედგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებით, სასამართლოს თავმჯდომარეებით, რომლებიც სავარაუდოდ ახშობდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და წინააღმდეგობას უწევდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივებს. საბჭომ უვადო მოსამართლედ დანიშნა ლევან მურუსიძე, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ამან გამოიწვია კრიტიკა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადანაშაულა "ქართული ოცნება" სასამართლოს რეფორმირების ნების არ ქონაში. 24 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესმა უზენაესი სასამართლოს 10 სადაო კანდიდატი დაასახელა. სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციამ და მმართველი პარტიის ზოგიერთმა წევრმა დაადანაშაულა კანდიდატები, რომლებიც სავარაუდოდ სამოქალაქო სექტორის მიერ კლანად წოდებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან მჭიდროდ ასოცირებულები ან მისი წევრები არიან. ისინი გამოდიან კრიტიკით რომ დასახელების პროცედურა გამჭვირვალე არ იყო და არც შერჩევის კრიტერიუმი არ იყო მკაფიო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაღალი დონის კორუფციის ხელშემწყობ ფაქტორებად დაასახელეს ძალაუფლების გადანაწილება და მათზე კონტროლის სუსტი მექანიზმი და ძალოვანი უწყებების დამოუკიდებლობის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი მექრთამეობა ძალიან იშვიათია. საერთშორისო გამჭვირვალობა კორუფციას ქვეყნის სერიოზულ პრობლემად ასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)