|
2015-06-20 13:55:19, 507 ნახვა
საზოგადოება
გუშინდელი საღამოდან ამ დრომდე 112-ში ცხოველთა დაფიქსირების შესახებ 40-ზე მეტი შეტყობინება შევიდა
გუშინდელი საღამოს 20:00 საათიდან ამ დრომდე 112-ში შევიდა 40-ზე მეტი შეტყობინება სხვადასხვა ადგილზე ცხოველთა დაფიქსირების შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება და არცერთი მათგანი არ დადასტურდა. ამასთან, საბჭოს ცნობით, გორის რაიონის სოფელ რეხში დაფიქსირებული ნაკვალევის წარმომავლობის დადგენის მიზნით ადგილზე გასული არიან სპეციალისტები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ტარდება სათანადო ღონისძიებები. ასევე, სტიქიით დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. მზიურის ტერიტორიაზე სპეციალური განათების სისტემების გამოყენებით გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილის 7:00 სთ-დან სამუშაოები სრული მასაშტაბით გაგრძელდა. მაშველები და მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით, სასმელი წყლით და შესაბამისი აღჭურვილობით. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო კიდევ ერთხელ მოვუწოდებს მოხალისეებს, დაიცვან უსაფთხოების დადგენილი ზომები, ჰიგიენის წესები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. „ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ასევე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხორციელდება წყლის ამოტუმბვა და ვოლიერების გაწმენდა. სვანაძის ქუჩაზე აგრეთვე გრძელდება შესაბამისი სამუშაოები. ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოწყობა-აღდგენითი სამუშაოები. ბაგებში მიმდინარეობს კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები. წყლის ამოტუმბვის დასრულებისთანავე დაიწყება ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. საპროექტო სამსახურის მიერ მომზადებული ბეტონის დამცავი კედლის პროექტის მიხედვით, წყნეთის ქუჩაზე, დღეს იგეგმება 10-მდე ხიმინჯის აღმართვა მდ.ვერეს კალაპოტში მოწყობილ სპეციალურ დამბაზე“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)