|
2015-06-20 11:34:12, 363 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა სტიქიის შედეგად დაზარალებილი ნათელა ოქრუაშვილი მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ნათელა ოქრუაშვილი მოინახულა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, ნათელა ოქრუაშვილი ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სტიქიის ღამეს ახალდაბაში მოვარდნილმა წყალმა ნათელა ოქრუაშვილის სახლი მთლიანად დაფარა. ქალბატონი ნათელა სიკვდილს მისმა მეზობელმა ქეთევან არეშიძემ გადაარჩინა. უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარის განცხადებით, ნათელა ოქრუაშვილი საავადმყოფოდან გამოწერისთანავე უზრუნველყოფილი იქნება დროებითი თავშესაფრით, ხოლო შემდგომ სახელმწიფო ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს გადასცემს. სტიქიიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, ახალდაბა ღვარცოფის შედეგად მოვარდნილი შლამისა და ქვა-ღორღისგან გაწმენდილია, სოფელს უკვე მიეწოდება ელექტრო ენერგია და აღდგენილია გზა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)