13:34 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 10:41:42, 1450 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს

თბილისის მერია ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქზე“ მიმდინარე ვიდეოდიალოგში ისაუბრა, სადაც მოქალაქის შეკითხვას გამოეხმაურა.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის რაც დღეს ხდება ელიავას ბაზრობაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ერთია მისი გადატანის შესაძლებლობა და ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ ამ ადამიანებს, რომ დაეხმაროს მუნიციპალიტეტი და მეორეა, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია და მოეწყოს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომელიც ყველანაირ უსაფრთხოების ზომებს დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის თქმით, უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ბაზრობის მეპატრონეებთან და მათი მხრიდან ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ჯანსაღია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics