|
2015-06-19 18:27:24, 467 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს ხანძარი გაჩნდა
რუსთავის მე-7 მიკრო რაიონში, ორ სხვადასხვა ადგილას, ბალახის საფარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ბენზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს გაჩნდა. იყო საშიშროება, ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურზეც გადასულიყო. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახდინეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი სავარაუდოდ, ადგილობრივი მოსახლეობის დაუდევრობამ გამოიწვია. "როგორც პატრულის თანამშრომელმა აღნიშნა, ხანძრი სავარაუდოდ, გამოიწვია დაუდევრობამ (ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, სიგარეტის ნამწვავავის გადაგდებამ),რის გამოც ცეცხლი მოეკიდა ბალახს და რომ არა სახანძრო-სამაშველო სამსახური, არ ვიცი რა მოხდებოდა, რადგან იქვე,ზუსტად ორ ნაბიჯზე დგას ბენზინ-გასამართი სადგური და საცხოვრებელი კორპუსები",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" თვითმხილველმა სოფო ყარალაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ანალოგიური სიტუაცია ფიროსმანის ქუჩაზეც შეიქმნა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძრის ლოკალიზება იქაც მალევე მოახერხეს. "ცუდია, რომ საზოგადოება გარემოს არ უფრთხილდება. უკვე მერამდენე მაგალითია გაუფრთხილებლობით გამოწვეული მსგავსი და უარესი შემთხვევებისა",-ამბობს სოფო ყარალაშვილი "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)