|
2019-03-07 12:53:05, 1364 ნახვა
საზოგადოება
ლორთქიფანიძე პრემიერის ახალ ინიციატივაზე: ეს არის ძალიან დიდი მოვლენა ყველასთვის
ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ინიციატივას "განათლება - გზა უკეთესი მომავლისკენ" ეხმაურება. "ნამდვილად ისტორიული დღეა და ძალიან დიდი შესაძლებლობები განათლებისთვის. ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის მე ვხედავ რომ ეს არის მეცნიერების განვითარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მოხდება საზოგადოებრივი განათლება. შეუძლებელია ქვეყნის განვითარება, თუ არ იქნება ფართო მასშტაბის, ბავშვობიდან განვითარება და სწორედ ჩვენს სფეროს, მუზეუმებს , კულტურულ დაწესებულებებს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ზოგად განათლებაში. ასე რომ ეს არის ძალიან დიდი მოვლენა ყველასთვის. განათლება არის ძალიან ფართო ცნება, ეს არ არის მხოლოდ სკოლებისთვის და უნივერსიტეტისთვის. ეს არის მე ვიტყოდი ყველა ჩვენთაგანის ვალი, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ განათლებაში. მე ვხელმძღვანელობ სწორედ იმ დაწესებულებას, რომელსაც ეს უშუალოდ ევალება, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მთლიანად ჩვენი განათლება უნდა იდგეს ისტორიაზე და ჩვენს ისტორიულ ღირებულებებზე", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)