12:20 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 16:57:36, 1351 ნახვა

საზოგადოება
განმეორებითი ინსპექტირებისას ავტომობილს ვიზუალურად შეამოწმებენ

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, განმეორებითი ინსპექტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური შემოწმებაც განხორციელდება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, საუბარია ავტომობილის ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების მოჭარბებული კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებაზე.

გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები) შემთხვევაში, დამატებით შემოწმდება ავარიული გასასვლელებიც.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იცავს აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics