|
2015-06-19 15:16:12, 399 ნახვა
საზოგადოება
გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებმა სტიქიის ზონა დაათვალიერეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებმა წყნეთი- ბეთანიის გზის მონაკვეთზე არსებული სტიქიის ზონა დაათვალიერეს. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ადგილზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან გიგლა აგულაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად დეტალურად დაეთვალიერებინათ სტიქიის ზონა და დარგის სპეციალისტებთან განეხილათ მიზეზ-შედეგობრივი საკითხები. „გეოლოგია საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია, აქედან გამომდინარე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივაა, რომ გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტები ინტენსიურ კავშირში იყვნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტთან და თეორიულ ცოდნასთან ერთად, მეწყრული ზონების ადგილზე შესწავლით მიიღონ პრაქტიკული განათლება“, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)