|
2015-06-19 14:23:59, 612 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდის მემორანდუმის ფარგლებში, „მაკლეინი“ , თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ტრენინგს - „სენსორული ინტეგრაცია“ ატარებს
ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა ორგანიზაციასთამ „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნული ორგანიზაციის ოკუპაციური თერაპევტები თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ატარებენ ტრენინგს თემაზე, „სენსორული ინტეგრაცია“. ამასთან, ტრეფიკინგის ფონდმა ამავე ჩვილ ბავშვთა სახლში, სადაც 53 ბენეფიციარია და მათგან უმრავლესობა შშმ პირია, სენსორული ოთახის გარემონტება და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა უზრუნველყო. როგორც „მაკლეინის“ ოკუპაციურმა თერაპევტმა ნინო ჭუმბურიძემ „ექსპრენიუსთან“ საუბარში აღნიშნა, ტრენინგი, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. „ტრენინგი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგი მიმართულია იმაზე, რომ მოხდეს ჩვილ ბავშვთა სახლის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება სენსორული ინტეგრაციის თეორიასთან დაკავშირებით, ასევე დაამზადებენ სხვადასხვა ნივთებს და სათამაშოებს, რომლებიც ძალიან გამოადგებათ სენსორულ ოთახში ბავშვებთან მუშაობის პროცესში“, – აცხადებს ჭუმბურიძე. გარდა ამისა, ტრეფიკინგის ფონდისა და ორგანიზაცია „მაკლეინის“ მემორანდუმის ფარგლებში, ზამთარში ამავე ჩვილ ბავშვთა სახლში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც შშმ ბენეფიციარებთან კვების თავისებურებებს ეხებოდა. მოწვეული იყო ამერიკელი სპეციალისტი, რომელმაც პრაქტიკული სამუშაოები თითოეულ ბენეფიციართან უშუალოდ განახორციელა. „ეს არ არის ერთჯერადი მემორანდუმი. სამომავლოდ დაგეგმილია, როგორც ამ ბავშვთა სახლში გაგრძელდეს შემდეგი ეტაპები, ასევე მსგავსი ტიპის მემორანდუმი გაფორმდეს კოჯრის შშმ ბავშვთა სახლშიც“, – აღნიშნა ტრეფიკინგის ფონდის პრესმდივანმა ქეთი ბეროშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)