02:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 18:52:40, 1904 ნახვა

სამართალი
ეუთო საპრეზიდენტო არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეუთო-ს ანგარიშით სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა კარგად შეფასდა. 

„ეუთო-ს ანგარიშით საკმაოდ კარგად შეფასდა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა. კერძოდ, ის საკითხები, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოხდა რამდენიმე ცალკეული ინციდენტი, მათ შორის ის ძალადობრივი ინციდენტები, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა დაუყოვნებლივ რეაგირება. მოხდა ამ ფაქტების გამოძიება და 27 პირია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, ქართული ოცნების დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით საარჩევნო პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალური იყო და ინციდენტების დროს პასუხისგებაში იქნენ მიცემული სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რაც ეუთოს დასკვნაშიც არის ასახული.

„ამ დასკვნით წარმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო პოლიტიკურად ნეიტრალური. პირველად საქართველოს ისტორიაში მოხდა, რომ 72 საქმე აღიძრა და 27 ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებიც თუ მხარდამჭერები.“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics