11:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 13:34:12, 468 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი: სტიქიის შედეგად ოლიმპიური ფესტივალის ობიექტები მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა

ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ობიექტები სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.

კვირიკაშვილის თქმით, ამ კუთხით შეფერხებები არ იქნება.

„რამდენადაც  ჩემთვის ცნობილია, ოლიმპიადის ობიექტებს  სერიოზული ზიანი არ მიუღია. მცირეოდენი დაზიანებები  იყო,  მაგრამ მცირე პერიოდში გამოსწორდა და დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. ჩემთვის  რამდენადაც ცნობილია შეფერხებები არ იქნება“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი ვერეს ხეობის დაგეგმარებასთან დაკავშირებით შექმინილი კომისიის საკითხს გამოეხმაურა. 

გორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვენლოვანია,  რომ მომავლში მსგავსი ზარალი თავიდან  იყოს აცილებული. 

„რამდენად ჩემთვის ცნობილია დღეს არის კომისიის პირველი შეხვედრა.  იმ ინფრასტრუქტურული ზარალის აღმოფხვრაზეა საუბარი, რომელიც ქალაქმა მიიღო. გვინდა, რომ სწორად განვსაზღვროთ იმ ინფრასტრუქტურის ახალი დიზაინი, რომელიც უნდა შეიქმნას  და ამისთვის მოვიწვიეთ წამყვანი სპეციალისტები, რათა როგორც გარემოს დაცვის კუთხით ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით  იქნას სწორი პროექტები  დაგეგმილი, რათა მომავლში მაქსიმალურად რამდენადაც  ეს შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ასეთი ზარალი. პირველ რიგში რა  თქმა უნდა მსხვერპლი, ადამიანის  სიცოცხლის სახით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics