11:13 - 13 May, 2026
|
2015-06-19 13:15:46, 372 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის ზონა უპილოტო საფრენი აპარატით დაათვალიერეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა წყნეთი-ახალდაბისა და წყნეთი-ბეთანიის ტერიტორიაზე სტიქიის ზონა უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით, გეოლოგებთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, მდინარე ვერეს ხეობის არეალში აეროგადაღება განხორციელდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს საშუალება ექნებათ მოახდინონ კრიტიკული უბნების იდენტიფიცირება, რომლებმაც კატასტროფული მოვლენები განაპირობეს. აეროგადაღების შედეგად სარისკო უბნების რუკაზე გადატანა და მომავლისთვის რისკების შეფასება მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)