12:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 12:57:05, 1357 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე გედევან ფოფხაძეზე - როდესაც გააგდებენ, მაშინ ხდება ყველა „ობიექტური“

„6 წლის განმავლობაში თუ ემორჩილებოდა, ეხლა გახდა მიუღებელი ეს მმართველობა? როდესაც გააგდებენ, მაშინ ხდება ყველა „ობიექტური“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე და რამდენიმე დეპუტატის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.

გოცირიძეს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ მმართველი გუნდი გადაწყვეტილებებს საერთო ჩატში, ბიძინა ივანიშვილის მესიჯების მიხედვით იღებდა.

„ჩატი და მესენჯერები არის 21-ე საუკუნის მიღწევა. ჩვენც გვაქვს ჩატები, მაგრამ იქ რომ ჩაიხედოთ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ორ საათიანი კამათი მიდის, გააჩნია ჩატს ებრძვი თუ იმას, რაც ჩატში ხდება. გედევან ფოფხაძემ ეხლა გაიგო 6 წლის განმავლობაში რომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ღებულობდა ბიძინა ივანიშილი და 6 წლის განმავლობაში თუ ემორჩილებოდა, ეხლა გახდა მიუღებელი ეს მმართველობა? როდესაც გააგდებენ, მაშინ ყველა ხდება „ობიექტური“. მან თავად თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იგი გააგდო. როცა ჩატებით მართავდნენ მაშინ კარგი იყო და როცა ამ ჩატიდანაც გააგდეს ეხლა ცუდია ხო ?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics