|
2015-06-19 09:34:16, 358 ნახვა
საზოგადოება
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, ბულგარელი კოლეგის, ბოიკო ბორისოვის სამძიმრის წერილი მიიღო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. ბულგარეთის მთავრობის მეთაური გამანადგურებელი წყალდიდობის მიერ გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს. „გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერისა და სოლიდარობის წყალობით, წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში ცხოვრება უახლოეს მომავალში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. გარწმუნებთ, ამ ტრაგედიის შედეგების დაძლევაში საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ბულგარეთის მთავრობის თანაგრძნობისა და მხარდაჭერის იმედი“, - ნათქვამია ბოიკო ბორისოვის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)