|
2015-06-18 16:36:12, 440 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: ვეფხვმა რომ პიროვნება დაგლიჯა, არავის ბრალეულობა არ არის
„ვეფხვმა, რომ პიროვნება დაგლიჯა, სტიქიის გაგრძელებას მივაწერდი და არავის ბრალეულობა არ არის“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სოციალურ ქსელში საუბარი იმის შესახებ, რომ ვეფხვი შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩაკეტეს, რათა ეს ტრაგედია მომხდარიყო, აბსურდია. ივანიშვილის ვარაუდით, ამ ინფორმაციას თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. „ვეფხვმა, რომ პიროვნება დაგლიჯა, მე სტიქიის გაგრძელებას მივაწერდი და არავის ბრალეულობა არ არის. ის განცხადებები, რაც გაკეთდა, დირექტორსაც, რომ აღარ ეგონა, ვეფხვი ცოცხალი იყო, ესეც შეიძლება სტიქიას მივაწეროთ და არა ვინმეს დავაბრალოთ. „ნაციონალებს“ ამით ნუ გავაპრავებთ. ვეფხვს „ ნაციოანლებს“ არავინ აბრალებს, გარდა თავად „ნაციონალებისა“. ისევ ისინი წერენ. ჩვენ მათი ხელწერა ვიცით. „ფეისბუქში“ ახერხებენ და წერენ, რომ ვითომ, „ნაციონალებმა“ მიიყვანეს იქ და ჩაკეტეს. ასეთი აბსურდი, ვფიქრობ, ისევ მათი ხელწერაა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)