|
2015-06-18 15:04:40, 439 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველები ჯერ-ჯერობით არ უპოვიათ
სტიქიის დროს ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველები ჯერ–ჯერობით ნაპოვნი არ არის. ამის შესახებ კრიზისებისა და მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „დაკარგული ცხოველების შესახებ მერიიდან და შსს–დან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში ამ მომენტისთვის ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი არც ერთი მტაცებელი ცხოველი. ზოოპარკის ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რომელიც ადგილზე ახდენს ჩასატარებელი სამუშაოების შეფასებას“, – აღნიშნა ღიბრაძემ. ცნობისთვის, ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგულია კიდევ ერთი ვეფხვი და აფთარი. მისივე თქმით, გაურკვეველია ორივე დაკარგული ცხოველი, ცოცხალია თუ მკვდარი. თუმცა, ზოოპარკის დირექტორი ირწმუნება, რომ აფთარი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)