|
2019-02-16 13:21:00, 1744 ნახვა
სამართალი
თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი: 1999 წელს დაბადებული ი.ო. და წარსულში ნასამართლევები 1989 წელს დაბადებული შ.ხ., 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შ.ხ.-მ და ვ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თბილისში ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში ავტომანქანიდან სარკეების ქურდობა სცადეს. ო.ი.-მ კი კახეთის გზატკეცილის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვა სცადა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)