|
2019-02-16 10:11:57, 1004 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ქობულიამ ქუთაისში წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“ დაათვალიერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო"-ს ეწვია და წარმოების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო. გიორგი ქობულია საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდა, საუბარი კომპანიის სამომავლო გეგმებს, მისი განვითარების პერსპექტივებს შეეხო. წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო" 2017 წლის თებერვალში დაარსდა, ის ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს. კომპანიამ 14 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და 2017 წლის დეკემბერში პროდუქციის გამოშვება დაიწყო. საწარმოში ამჟამად დამატებით ინვესტირებულია 5 მილიონი ევრო და დასაქმებულია საქართველოს 110 მოქალაქე. საწარმო 250000 წყლის ელექტროგამაცხელებელს აწარმოებს, როგორც ეკონომიკის მინისტრისა და კომპანიის ხელმძღვანელობის საუბრისას აღინიშნა, კომპანია 2019 წლის სექტემბრიდან პროდუქციის გაორმაგებას გეგმავს. ამასთან, „ატლანტიკ საქართველო" უახლოეს მომავალში კომპანია „ბოშ"-თან ერთად იწყებს წარმოებას. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს რეგიონებში ასეთი წარმატებული საწარმოები ფუნქციონირებს. „ატლანტიკ საქართველო" კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი. რეგიონებში ბიზნესსექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი პირობაა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)