|
2015-06-18 13:32:01, 445 ნახვა
საზოგადოება
აშშ-დან სატყეო სამსახურის სპეციალისტები, სეისმოლოგები და გეოლოგები ჩამოვლენ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი თბილისში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ-დან დასახმარებლად სატყეო სამსახურის სპეციალისტები, სეისმოლოგები და გეოლოგები ჩამოვლენ. „გამოვხატავთ ჩვენს გულისტკივილს ამ საშინელი ტრაგედიის გამო, რაც მოხდა. როგორც ვიცით, კვლავ მიმდინარეობს დაღუპული ადამიანების ძიება. ასევე გამოვხატავთ გულის ტკივილს ზოოპარკის დირექტორის და მისი თანამშრომლების მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატების შეეცდება გაუწიოს საქართველოს დახმარება ამერიკის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ჩართვით, რომლებსაც კარგი გამოცდილება აქვთ მეწყერულ რისკებთან და წყალდიდობასთან დაკავშირებით, რადგან ვიცით, რომ საქართველოში კვლავ არსებობს საშიშროება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ველოდებით ხელისუფლებას, რომ მოხდეს კონკრეტული წინადადებების წარდგენა კონკრეტული მიმართულებებით“, - განაცხადა ნორლანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)