|
2019-02-15 10:43:12, 1024 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი გალერეაში“ მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართება
თბილისის მერიისა და თიბისიბანკის თანამშრომლობით, 15 თებერვალს, თიბისი გალერეაშიცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის - „Martin Parr Tbilisi“პრეზენტაცია შედგება. წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება.ექსპოზიცია 71 წლის მანძილზე, მაგნუმის წევრი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს. მათ შორის არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე ბრენსონი, კარლ დე კეიზერი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი. ექსპოზიციაიწყებაფოტოებით,რომლებიცრობერტკაპამ, 1947 წელს,ჯონსტეინბეკთანერთად თბილისშიმოგზაურობისასგადაღო.სწორედამწელსდაარსდასააგენტო Magnum Photos. გამოფენასმარტინპარისმიერ 2018 წელსშექმნილინამუშევრებიასრულებს. გამოფენაზე დამთვალიერებელი ვიდეორგოლების სახით პარიზში, „მაგნუმის“ ოფისში წიგნის მზადების პროცესსა და თბილისში ვიზიტის დროს მარტინ პართან ჩაწერილ ინტერვიუს იხილავს. 1980-იანიწლებისერთ-ერთიყველაზეწარმატებულიფოტოგრაფიდაპრესტიჟულისააგენტოს„მაგნუმის“წევრი -მარტინ პარი საქართველოს, თბილისისმერიისმოწვევით,2018 წლის ივნისში მესამედ ესტუმრა.წიგნიფოტოგრაფისთბილისშიგადაღებულიფოტოებისმიხედვითშეიქმნადა ერთ-ერთცნობილგერმანულგამომცემლობასთან - „Prestel Publishing“-თან თანამშრომლობით,მიუნჰენშიგამოიცა. წიგნში, ასევე, შევიდა2009 წელს, თბილისში პარის მიერ გადაღებული რამდენიმე ფოტო. წიგნის ტექსტი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის. მარტინ პარმაინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო, პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებულიფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტოს -Magnum Photosერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა. საქართველოში ჩამოსვლამდე წიგნისა და გამოფენის პრეზენტაცია ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის 70-ესაერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიოსტუმარი ქვეყნისპავილიონისმთავარსცენაზე შედგა. პროექტი თბილისის მერიის მიერ, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის დირექტორი, საქართველოშიMagnum-ის წარმომადგენელი ეკა ენუქიძეა. პროექტის პარტნიორები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. თიბისი გალერეაში გამოფენა 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)