13:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 21:34:52, 1250 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: არ გვჭირდება „გაზპრომი“, რუსეთიდან არც ერთ კუბურ მეტრ გაზს არ ვღებულობთ

"ჩვენ არ გვჭირდება „გაზპრომი“, არ ვღებულობთ არც ერთ კუბურ მეტრ გაზს რუსეთიდან", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს „გაზპრომთან“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. 

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმებისას კონფიდენციალურობაზე საუბარი არ უნდა იყოს. 

"თუ 185 დოლარი კარგი ფასია, რატომ არ იყიდეთ შარშან რუსეთისგან გაზი? ადასტურებთ თუ არა რომ 30 მილიონი დოლარის ზარალი განვიცადეთ ყოველწლიურად? კალაძე არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ასაჩუქრებს გაზპრომს. თქვენ აფორმებთ ახალ ხელშეკრულებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონფიდენციალური ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში მილსადენის მესაკუთრე, ჩვენზეა რუსტი დამოკიდებული, ჩვენ არაფერში აღარ გვჭირდება გაზპრომი, ჩვენ არ ვღებულობთ არც ერთ კუბურ მეტრ გაზს. ვიცით ხელშეკრულების შინაარსი არ იმალება არაფერი, 200 მილიონი კუბური გაზი გვრჩებოდა ყოველწლიურად. 200 მილიონი კუბური გაზი საქართველოსთვის და მისი რეგიონებისთვის ღირს 40 მილიონი დოლარი, 40 მილიონი დოლარი გვქონდა წინა ხელშეკრულებით საჩუქრად, ახალი ხელშეკრულებით გვაძლევენ ტრანზიტად 11 მილიონ დოლარს. ჩვენ წავაგეთ 30 მილიონი დოლარი, ლარის კურსის ცვალებადობით ეს არის დაახლოებით 60 მილიონი ლარი“, - განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics