|
2019-02-13 10:54:59, 843 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი არტ გალერეაში“ უშანგი ხუმას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
„თიბისი არტ გალერეაში“ უშანგი ხუმას (ხუმარაშვილი) პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ხუმარაშვილის რიგით მეათე პერსონალური გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღისთვის გამოცემულ ალბომს ეძღვნება. 2018 წელს უშანგი ხუმას 70 წელი შეუსრულდა. ალბომის - „ანარეკლები ანარეკლების შესახებ უშანგი ხუმარაშვილის ფერწერულ ნამუშევრებში" პრეზენტაცია გამოფენაზე შედგა. ექსპოზიცა უშანგი ხუმას 2018-19 წლებში შექმნილ 15 ნამუშევარს აერთიანებს. უშანგი ხუმა 1948 წელს, დედოფლისწყაროში დაიბადა. 1967-73 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე, თეატრის განხრით სწავლობდა. 1974-80 წლებში თელავის დრამატულ თეატრის მხატვარი იყო. 1975 წლიდან რეგულარულად იფინება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ვორქშოპებსა და ბიენალეებში. უშანგი ხუმას სახელი კარგადაა ცნობილი ქართული ვიზუალური ხელოვნების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ უშანგი ხუმა, როგორც ფერმწერი, 70-იან წლებში ჩამოყალიბდა, მხატვრული ორიენტაციით ის ტიპური 80-იანელია. „ხუმარაშვილის ნახატები მძიმე ფორმებისა და მოცულობების აბსტრაქციებია, ისინი დაზგურ ფერწერას კი არა, უფრო კედლის მხატვრობას ჰგავს, მეტიც, გამოქვაბულის კედლის რიტუალურ მხატვრობას. ისინი უკიდურესად მძიმეა ფიზიკური მგრძნობელობით, თუმცა, საღებავის მასალის სიჭარბე არასოდესაა მისი დამახასიათებელი." „უშანგი ხუმარაშვილის ერთი დამსახურება ის არის, რომ მან ცოცხალი ავანგარდისტული ტრადიციების მქონე ხელოვნება ელიტარული გახადა, რითაც დასავლეთის არტ სამყაროს პრეცედენტი შექმნა საქართველოში; შექმნა სრულიად ცარიელ ადგილზე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით." „ის ასახავს სინამდვილეს აბსტრაქტული ნახატის გზით; მას მხოლოდ სჭირდება მოკლას აღსანიშნი, რათა შექმნას აღმნიშვნელი, - როგორც პირადი და ყველასთვის გასაგები ანარეკლი." (დავით ჩიხლაძე; ალბომის ტექსტიდან) უშანგი ხუმას გამოფენა თიბისი არტ გალერეაში 2019 წლის 14 აპრილამდე გაგრძელდება.
(R)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)