|
2015-06-18 10:29:40, 389 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და CLDP-ის მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის სემინარი იმართება
18-19 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის იმართება სემინარი თემაზე: „გადაწყვეტილებები ინტელექტუალური საკუთრების დარღვევასთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეებზე“. ღონისძიების პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია. ტრენინგის უცხოელი ექსპერტები არიან მოსამართლეები: ედუარდ მ. ჩენი და რიჩარდ გ. სიბორგი - ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ოლქის საოლქო სასამართლოდან. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: საავტორო უფლებებისა და სასაქონლო ნიშნების საქმეებზე აშშ-ის გამოცდილება; სასაქონლო ნიშნების მსგავსების დადგენის კრიტერიუმები, ინტელექტუალური საკუთრების სარჩელის აღიარება. სემინარის უმეტესი ნაწილი დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების განხილვას და ინტერაქტიულ მსჯელობას.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)