10:23 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 09:21:42, 306 ნახვა

საზოგადოება
ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს მთავრობა დახმარებას გაუწევს

ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ოთარ ცუხიშვილის ოჯახს მთავრობა დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ თბილისის  მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო შტაბში განაცხადა.

ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი დაფარავს.

„მინდა ვუთანაგრძნო დაღუპული მოქალაქის ოჯახს. სახელმწიფოს 10 ათასი ლარით მხარდაჭერა ამ შემთხვევაშიც ვრცელდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საერთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, ქალაქის მერმა ზოოპარკის დირექტორთან დაკავშირებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

„საბჭოზე ზოოპარკის დირექტორისგან გაკეთდა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები, როგორ იღებდა ინფორმაციას. რაიმე გადაბრალება-გადმობრალებას ადგილი არ აქვს, ყველაფერი გარკვეულია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics